სააკაშვილი ოპოზიციური ფრონტის ჩამშლელის ფუნქციას ასრულებს – ოპოზიცია სააკაშვილის განცხადებაზე (21.09.2020)

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლითაც ამომრჩეველმა არჩევანი მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართული ოცნებას” შორის უნდა გააკეთოს – ოპოზიცია აკრიტიკებს. სააკაშვილის ამ განცხადებას “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ წარსულში დაბრუნების მცდელობა უწოდა. “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის განცხადებით კი ექსპრეზიდენტი  მცდარი სტრატეგიით ხელმძღვავანელობს და საერთო ოპოზიციური ფრონტის ჩამშლელის ფუნქციას ასრულებს,  ხოლო  “ქართულის დასი”  სააკაშვილის განცხადებებს არასანდოს უწოდებს და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი  სხვა ოპოზიციური პარტიების დასუსტების ხარჯზე, ხმათა უმრავლესობას ვერ მოიპოვებს. მმართველ პარტიაში კი თვლიან, რომ  სააკაშვილმა საკუთარი თავის ლუსტრაცია კიდევ ერთხელ მოახდინა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე  დღეს დამატებითი განმარტებები მისსავე პარტიაში გააკეთეს. სალომე სამადაშვილი პარტიის ლიდერის მსგავსად მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აქვს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა  არჩევნების შედეგებზე და საკუთარ პროგნოზზე უკრაინიდან გუშინ  ისაუბრა. ის ვერ ხედავს კოალიციას და არ სჯერა არც პარტიების და არც “პარტიუკების”, როგორც თავად უწოდებს პოლიტიკურ სუბიექტებს. მისივე განცხადებით, თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა უმრავლესობას “ნაციონალური მოძარობა” ვერ მოიპოვეს ქვეყანა დაიღუპება.