განიხილავს თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების საქმეს (21.09.2020)

განიხილავენ, თუ არა გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის საქმეს ნაფიცი მსაჯულები – გადაწყვეტილება ბრალდებულმა ახალგაზრდებმა დღეს უნდა გაასაჯაროონ. თუკი, ნაწილი აირჩევს, ნაწილი კი არა, მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყოფა.  ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატი ამბობს, რომ ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე დაკავებულებს, სიმართლის დასადგენად  ერთადერთი გზა დარჩათ და ეს სწორედ, ნაფიც მსაჯულთა ჩართულობაა.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სულ 5 პირია დაკავებული. ნიკოლოზ რევაზიშვილი, არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი და კიდევ ორი არასრულწლოვანი საბედისწერო ღამის ის ფიგურანტები არიან, რომლებიც გამოძიების ვერსიით,  გიორგი შაქარაშვილს არაგვის ხიდთან დაედევნენ  და ფეხბურთელს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს.  შემდეგ კი  მდინარეში გადააგდეს, რის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა.