“რეფორმატორთა კავშირმა” მოძრაობა “ტრიბუნა”-სთან ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა (21.09.2020)

ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად “საქართველოს რეფორმატორთა კავშირმა” პოლიტიკურ მოძრაობა “ტრიბუნა”-სთან ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი იმ სამ ძირითად პრობლემას მოიცავს, როგორებიცაა – დასაქმება, სახელმწიფოს მიზეზით დაზრალებულთა, მილიარდობით ლარის ზარალის კომპენსაცია და უკონტროლო მშენებლობის წინააღმდეგ პრობლემების მოგვარება. დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ  მისი  პარტია ამ კანონის პარლამენტში ინიცირებისა და მაქსიმალური მხარდამჭერის უზრუნველყოფის პასუხისმგებლობას აიღებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები