„თავისუფალმა საქართველომ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ამჯერად ქვემო ქართლში წარადგინა (21.09.2020)

“თავისუფალმა საქართველომ” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა ქვემო ქართლში. პარტიის გადაწყვწტილებით, ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკის ოლქის დეპუტატობის კანდიდატი დარეჯან პეტრიაშვილი იქნება. მარნეულსა და გარდაბნის ოლქში გამარჯვებისთვის კი ნატალია გელაზონია იბრძოლებს. რაც შეეხება რუსთავს “თავისუფალი საქართველოს” სახელით  მაჟორიტარობის კანდიდატი  ლაშა მაჭარაშვილი იქნება. წარდგენის ცერემონიაზე პარტიის ლიდერმა და მაჟორიტარობის კანდიოდატებმა მოსახლეობას მომავალი საარჩევნო გეგმებიც გააცნეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები