ამომრჩევლის მოსყიდვა, ძალადობა, პარტიების ბუნდოვანი შემოწირულობები – საიას წინასაარჩევნო ანგარიში (17.09.2020)

ამომრჩევლის მოსყიდვა, ძალადობა, წინასაარჩევნო აგიტაციაში ხელისშეშლა და პარტიების ბუნდოვანი შემოწირულობები – ეს დარღვევები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორიგის ფარგლებში გამოავლინა. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით,  წინასაარჩევნო  დარღვევები, როგორ მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხრიდან ფიქსირდება. კვლევაში, რომელიც ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეებს მოიცავს, მოხვდა ფაქტები, რომლებიც კანონდარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა ცუდი პრაქტიკაა.

საიასთვის   განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს, მმართველი გუნდის მიერ პანდემიის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები. ორგანიზაცია მას ამომრჩევლის მანიპულაციად აფასებს. ანგარიშში საუბარია  მმართველი გუნდის მიერ საჯარო რესურსის გამოყენებაზეც.  რაც შეეხება მოსყიდვებს ორგანიოზაციის მონიტორინგით, ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობები დაფიქსრიდა ოპოზიციური პარტიების – “პატრიოტთა ალიანსისა” და “ლელოს” მხრიდანაც.

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშს სრულად იზიარებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი წინასაარჩევნო გარემო უსამართლოა და დარღვევებით მიმდინარეობს. საიას ანგარიშში დასახელებული ფაქტების მიუხედავად, განსხვავებულია  მმართველ გუნდის პოზიცია. “ქართულ ოცნებაში”  ფიქრობენ, რომ ქვეყანაში საარჩევნო კამპანია საკმაოდ  მშვიდ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობს.

როგორ გაგრძელდება  წინასაარჩევნო პროცესები  – საია საზოგადოებას კიდევ ორ ანაგარიშს პირდება, რომლებიც ორგანიზაციის ინფორმაციით,  31 ოქტომბრამდე პერიოდულად  გამოქვეყნდება.  ორგანიზაცია წინასაარჩევნო პროცესებს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 9 რეგიონული მონიტორის მეშვეობით აკვირდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები