ოპოზიციის შეთანხმება მართლმსაჯულების რეფორმაზე – ხუთმა პარტიამ დოკუმენტს ხელი მოაწერა (16.09.2020)

ოპოზიციის შეთანხმება მართლმსაჯულების რეფორმაზე – შინაგან საქმეთა სამინსიტროსთან  დღეს ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ – “ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ევროპულმა საქართველომ”, “სტარტეგია აღმაშენებელმა”,  “გირჩმა” და “ერთიანმა საქართველომ” ხელი მოაწერს დოკუმენტს, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” დამარცხების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობისა და ნდომის გაზრდის მიზნით რეფორმები უნდა განხორციელდეს. ერთ-ერთი ასეთი რეფორმა კი ოპოზიციის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სუსისა და პროკურატურის ფუნდამენტური ცვლილებები იქნება.