ხელისუფლება ხალხს შიმშილისთვის წირავს – გიორგი ვაშაძე გახარიასგან სტრატეგიას ითხოვს (15.09.2020)

გაუფასურებული ლარი, გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი და  ქონების დაყადაღების მომატებული შემთხვევები – ამ თებემზე ისაუბრა დღეს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა. გიორგი ვაშაძე ვითარების გასაუმჯობესებლად ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მიმართავს  და კონკრეტული სტრატეგიის შემუშავებას სთხოვს. ამბობს, რომ  ხელისუფლება ხალხს შიმშილისთვის წირავს და არაფერს აკეთებს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ასობით ათასი ოჯახის დასახმარებლად.