სად წავიდე? მოვიდეს კალაძე! სიცოცხლით სავსე ქალაქიო – 7 ოჯახს ღამის გათენება ღია ცის ქვეშ მოუწევს (15.09.2020)

7 ოჯახს დღეს ღამის გათენება ღია ცის ქვეშ მოუწევს. მიზეზი, მათ მიერ უკანონოდ აშენებული სახლებია, რომლებიც მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა დღეს დაანგრიეს.  ადგილობრივებმა იციან, რომ მათ სახლები უნებართვოდ ააშენეს, თუმცა ამბობენ, რომ თბილისის მერს საცხოვრებელი ფართის დაკანონების თხოვნით არაერთხელ მიმართეს. მათი ნაწილი სოციალურად დაუცველია, დაზარალებულებს შორის არიან დევნილებიც.  ადგილობრივები შერჩევით სამართალზე ლაპარაკობენ. ამბობენ, რომ მერია მათ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ქუჩაში ტოვებს, მასინ როცა უცხოელ მოქალაქეებს მიწებს მათ მარტივად უკანონებს.

ადგილობრივები ყვებიან, რომ თბილისის მერიას ასობით განცხადებით მიმართეს, რომ საცხოვრებელი ფართების დაკანონება მომხდარიყო, თუმცა ყველა განცხადებაზე პასუხი უარყოფითი იყო. მოსახლეობა აცხადებს, რომ სახლები ბანკიდან გამოტანილი სესხით ააშენეს. სწორედ ამიტომ ისინი ახლა ამ თანხის გადახდას მერიას თხოვენ, რადგან ერთადერთი საცხოვრებელი, რომელიც მათ გააჩნდათ დღეს ნანგრევებადაა ქცეული.

ნაძალადევის რაიონში, სადაც დღეს, მერიის სამსახურებმა 7 სახლი დაანგრიეს, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი მივიდა. შალვა ნათელაშვილმა ხელსუფლება უკანონო ქმედებაში დაადანაშაულა. მისი ვარაუდით “ქართულ ოცნების” ინტერესი არა  კანონის აღსრულება არამედ  მდიდარი ინვესტორისთვის სარფიანი წინადადების შეთავაზებაა.

ნაძალადევის რაიონში მისულმა მერიის თანამშრომლებმა ჩვენთან საუბარი არ ისურვეს. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით,  ოჯახება, სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე სახლების მშენებლობა უკანონოდ დაიწყეს, არაერთი გაფრთხილების შემდეგ კი ინსპექციამ მათი სახლები  კანონის დაცვით დაანგრია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები