ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა თბილისში (15.09.2020)

ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა თბილისში. ოპოზიცია იზიარებს ევროპარლამენტარების შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის. ოპოზიცია მოუწოდებს ხელისუფლებას შექმნას ყველა პირობა რათა არჩევნებისთვის უცხოელმა დამკვირვებლებმა ქვეყანაში ჩამოსვლა შეძლონ. ევროპარლამენტარების და ოპონენტების მწვავე განცხადებებს არ იზიარებენ მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ შეფასება თითქოს საქართველოს ჩრდილოვანი მმართველი ჰყავს მცდარია. “ქართული ოცნების” წევრების თქმით 31 ოქტომბრის არჩევნები გამჭვირვალე და მშვიდ გარემოში ჩატარდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები