როგორ მოხვდა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე (14.09.2020)

როგორ მოხვდა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე. თეთრიწყაროს ტყეში, სადაც გარდაცვლილი პროგრამისტის ავტომობილი იპოვეს, კიდევ ერთი საგამოძიებო  ექსპერიმენტი ჩატარდება. ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, ადგილი სადაც 23 წლის პროგრამისტი დაიბარეს, “ვილა ალგეთის” ტერიტორიაა. საქმეში ჩართული ადვოკატები  ახლა უკვე  საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას საკუთარი ინიციატივით გეგმავენ. იურისტების ინფორმაციით, პროკურატურას ალგეთის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეა აქვს, სწორედ ამიტომ არ გამორიცხავენ ტერიტორიაზე კვალი წაეშალათ.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან,  16 წლის მწყემსმა  მისსავე კუთვნილ ავტომობილში მწოლიარე მდგომარეობაში, მანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი  იპოვა.  საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებით,  თამარ  ბაჩალიაშვილის სხეულში აღმოჩენილი მედიკამენტები  ლეტალურ მაჩვენებელს აღემატება. ტკივილგამაყუჩებლებისა და საძილე პრეპარატების შემცვლელი ნივთიერებები აღმოჩენილია გარდაცვლილის კუჭში, ნაღვლის ბუშტში, ღვიძლში, ნაწლავსა და თირკმელში.  საგამოძიებო უწყებამ, ვიდეოკამერების ჩანაწერები გაასაჯაროვაც, რომელიც   ახალგაზრდა პროგრამისტის გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე – 17 ივლისს არის გადაღებული. კადრებში ჩანს, როგორ ყიდულობს თამარ ბაჩალიაშვილი 150 აბ მედიკამენტს  სხვადასხვა აფთიაქში.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები