ემუქრება თუ არა საფრთხე არჩევნების ჩატარებას და რა შეზღუდვების ფონზე ჩაივლის კენჭისყრის დღე (09.09.2020)

ემუქრება თუ არა საფრთხე ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას და რა შეზღუდვების ფონზე ჩაივლის კენჭისყრის დღე – მთავრობის  განცხადებით, არჩევნების თარიღის გადაწევა დღის წერიგში არ დგას, რადგან ხელისუფლება ეპიდსიტუაციას აკონტროლებს. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ 31 ოქტომბერს ეპიდემიოლოგები მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ, რათა მოქალაქეებმა ხმის მიცემა უსაფრთხო გარემოში შეძლონ. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად რისკის ზრდაზე საუბრობს ქვეყნის მთავარი ინფექციონისტიც. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდისა და უშუალოდ არჩევნების დღის განმავლობაში მოქალაქეებისთვის პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა აუცილებელი წინაპირობა იქნება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები