თუ თვითმკვლელობაა, დასაბუთებული უნდა იყოს მოტივაცია, რაც არ არის – ბაჩალიაშვილის ადვოკატი (04.09.2020)

რა მოტივით  უნდა მოეკლა  თავი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს – გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის ადვოკატი გენერალური პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ექსპერტიზის შედეგებს დაუსაბუთებელს უწოდებს და უწყებისგან კითხვებზე პასუხებს ითხოვს. მიხეილ რამიშვილი ამბობს ფიქრობს, რომ საქმეზე ჭეშმარიტება მანამდე ვერ დადგინდება, სანამ გამოძიება ოჯახის ყველა მოთხოვნას არ გაიზიარებს და საქმის მასალებს არ გაასაჯაროვებს. ოჯახი შოთაძის უწყებისგან  საქმეში არსებული დრონის ჩანაწერების გადაცემას ითხოვს, სადაც უნდა გამოჩნდეს იდგა თუ არა ცხედრის პოვნის ტერიტორიაზე ბაჩალიაშვილის ავტომობილი რამდენიმე დღის განმავლობაში.