ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული – აფეთქება ფილარმონიასთან (04.09.2020)

ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული-თბილისში ფილარმონიის მიმდებარედ კლუბი “დეჟავუ” აფეთქდა.  პირველადი ინფორმაციით, შენობაში მუშებს, რომლებიც კონდიცირების სისტემის გასამართად მუშაობდნენ სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ექიმები. მომხდარის გამო ამ დრომდე გადაკეტილია კოსტავას გამზირი. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები. ერთის  ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.  მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.