“ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ ივანიშვილმა მოწყვიტოს ქვეყანა გარესამყაროს არჩევნებამდე” (04.09.2020)

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან აქცია გამართა. შალვა ნათელაშვილმა საქართველოს მთავრობისგან ფრენების აღდგენა და საქართველოს მოქალაქეებისთვის უცხო ქვეყნიდან შემოსვლის დროს სავალდებულო ორკვირიანი კარანტინის მოხსნა მოითხოვა. ნათელაშვილმა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ამ მოთხოვნით საქართველოს საელჩოებთან აქციების გამართვისკენაც მოუწოდა. “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი აცხადებს, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს მასშტაბით მასობრივ აქციებს დაიწყებენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები