ბიზნესმენები კახა ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ შეუერთდნენ (04.09.2020)

ბიზნესმენები  კახა ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი საარჩევნო ბლოკს “გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას” შეუერთდნენ. გაერთიანებული ოპოზიციის სახელით კახა ოქრიაშვილი კენჭს დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს სამაჟორიტარო ოლქში იყრის, ხოლო ცეზარ ჩოჩელი – მცხეთა-მთიანეთში იყრიან. თანამშრომლობის  მემორანდუმი პარტია  “პროგრესი და თავისუფლებასა”  საარჩევნო ბლოკ – “ძალა ერთობაშიას” შორის დღეს გაფრომდა.

კახა ოქრიაშვილი, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ “ქართული ოცნების” პოლიტიკურ გუნდში იყო.  როგორც “ქართული ოცნების” წევრები ყოფილი თანაგუნდელის გადაწყვეტილებაზე საუბრისას ამბობენ, “ნაციონალურ მოძრაობა” უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი და ეს ყველას უნდა ესმოდეს, ვინც მასთან თანამშრომლობს ან მომავალში ითანამშრომლებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები