“არ მოგვერიდება სახელების დარქმევა, საიდან განხორციელდა და ვინ განახორციელა კიბერშეტევა ” (04.09.2020)

ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე უცხო ქვეყნიდან განხორციელებულ კიბერშეტევას ოფიციალური თბილისი გმობს. კიბერთავდასხმას საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. დავით ზალკანიანის თქმით, მალე გაიკრვევა თუ ვინ დგას ამ დანაშაულის უკან. მისივე შეფასებით, კიბერშეტევა მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიის შემადგენელი ნაწილია. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ  თავდასხმის მიზანი  დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს, რიჩარდ ლუგარის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში შეღწევა იყო.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხოდ არ დატოვა ოფიციალური მოსკოვის პოზიცია. როგორც გუშინ რუსეთის დუმის დეპუტატმა ​იური შვიტკინმა თქვა, ქიმიური ნივთირება, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამლეს ლუგარის ლაბორატორიაში მზადდება. დავით ზალკანიანმა ამ შეფასებებს ბოდვა და დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი უწოდა.

საგანგებო ბრიფინგი საგარეო საქმეთა სამინიტროში დღეს, გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის გამო გაიმართა. გაერომ 74-ე სესიის ფარგლებში რეზოლუცია  იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ მიიღო.  დოკუმენტი  გმობს საქართველოს ოკუპურებულ ტერიტორიებზე ძალის გამოყენებით  განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და დევნილთა უფლებების დარღვევას. რეზოლუციაში წერია, რომ  იძულებით გადაადგილებული პირები სკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ უნდა დაბრუნდნენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები