ოპოზიციური პარტიები ხმების დაცვის ერთიან სტრატეგიაზე მუშაობას ასრულებენ (03.09.2020)

ოპოზიციური პარტიები ხმების დაცვის ერთიან სტრატეგიაზე მუშაობას ასრულებენ. შეხვედრის ადგილი  დღეს “ევროპული საქართველოს” ოფისი იყო,  სადაც  ოპოზიციის ლიდერებმა ხმების დაცვის მექანიზმზე კონსულტაცია გამართეს და საერთო შტაბის გახსნაც დაანონსეს. პარტიების თქმით, ხელისუფლებამ არჩევნების გასაყალბებლად მზადება უკვე დაიწყო, თუმცა ოპოზიცია მათ კარგად გამოცდილ და ორგანიზებულ მეთოდებს დაუპირისპირებს. პაატა დავითაია, რომელიც შტაბის ხელმძღვანელი არჩევნების ბოლომდე იქნება  ამბობს, რომ ოპოზიციის საერთო ოფისი, სულ მალე გაიხსნება. აქ  24 საათიან რეაჟიმში იმუშავევენ  ყველა კანონდარღვევაზე, რომლებსაც შესაბამისი რეაგირება მოყვება.

ოპოზიცია უკვე შეთანხმდა, რომ 31 ოქტომბერს ისინი არამხოლოდ საკუთარ, არამედ ერთმანეთის ხმებსაც დაიცავენ. ფიქრობენ, რომ ივანიშვილის დასამარცხებლად კოორდინაცია აუცილებელია. პარტიიის  ლიდერები ამბობენ, რომ ხელისუფლების მიზანი ამ ეტაპზე ოპოზიციურ სპექტრში განხეთქილების შეტანაა, თუმცა მათივე თქმით, “ქართული ოცნების” ეს მიზანი ამ დრომდე მიუღწეველია.

არჩევნებამდე უკვე 2 თვეზე ნაკლები რჩება, თუმცა ამ დრომდე  უცნობია  მსხვილი პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა  და საარჩევნო პროგრამები. რეგიონებში მაჟორიტარების დასახელებას არ ჩქარობს არც “ნაციონალური მოძრაობა”. პარტიაში დღეს მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციასაც გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდში ყოფილი სახელისუფლებო გუნდის სახელით კენჭს მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია იყრის. თინა ბოკუჩავა ამ ინფორმაცია არ ადასტურებს, კონკრეტული სახელების დასახელებას კი უახლოეს დღეებისთვის აანონსებს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას ასრულებს მთავარი საკანონმდებლო ორგანოც. პარლამენტმა უკვე მოამზადა ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელმაც უმრავლესობის აზრით, არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება უნდა უზრუნველყოს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ბრძოლა სახელისუფლებო კანდიდატების წინააღმდეგ რთული იქნება, თუმცა საერთო გამარჯვებას მაინც მოიპოვებენ.