კრემლის მორიგი თავდასხმა – რუსეთის ბრალდებებს თბილისში მხოლოდ ოპოზიცია ეხმაურება (03.09.2020)

ოფიციალური მოსკოვის მორიგი თავდასხმა ლუგარის ლაბორატორიაზე. რუსეთის დუმის დეპუტატების ბრალდებით, ნივთიერება “ნოვიჩოკი” რომლითაც გერმანიის მტკიცებით, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამლეს – ლუგარის ლაბორატორიაში მზადდება.  კრემლის ბრალდებებზე საგარეო უწყებას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. რუსეთის  ბრალდებებს მხოლოდ ოპოზიცია ეხმიანება და მას ირონიულს უწოდებს. ამბობენ, რომ მსგავსი განცხადებები უკვე ტრადიციად იქცა. ოპონენეტბმა დღეს ხელისუფლებაც იმის გამო გააკრიტიკეს, რომ რუსი ოპოზიციონერის მოწამვლის ფაქტზე, ოფიციალურ თბილისს პოზიცია არ დაუფიქსირებია. რაც შეეხება მმართველ გუნდს, რუსეთის კრიტიკასთან ერთად, ისინი ხელს ოპოზიციისკენ იშვერენ.

რუსი ოპოზიციონერი და პუტინის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს  მოწამლეს. ის მკურნალობას გერმანიაში გადის, სადაც უკვე ითქვა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნივთიერება “ნოვიჩოკით” მოწამლეს. საერთაშორისო საზოგადოება ხელს რუსეთს ადებს. თუმცა თავად კრემლი, ბრალდებებს ამ დრომდე უარყოფს.