მგზავრები და მძღოლები პირბადეების გარეშე და გადატვირთული მგზავრთა ნაკადი (03.09.2020)

კორონავიურსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები  უმეტეს შემთხვევაში ყურადრების მიღმა რჩება. როგორც ჩვენთან ინტერვიუში მოქალაქეები ამბობენ  სოციალური დისტანციის დაცვა, ხალხის რაოდენობის  გამო შეუძლებელია, ხოლო პირბადის ტარება სიმბოლურ ხასიათს ატარებს და მგზავრებთან ერთად მის ტარებას თავად მძროლებიც გაურბიან. ამ მხრივ განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობაა რეგიონებისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებში, სადაც დაწესებულ რეგულაციებს არავინ აკონტროლებს და ფაქტობრივად ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ხდება მოქალაქეების ერთი რაიონიდან მეორეში გადაყვანა. ანალოგიური ვითარებაა მეტროშიც.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები