„ევროპულმა საქართველომ“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა (03.09.2020)

“ევროპულმა  საქართველომ”  წალენჯიხაში მოსახლეობას, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს ოლქში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლელა ქებურია წარუდგინა. ქებურიას თქმით, წალენჯიხაში მძიმე სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემებია. მისივე თქმით, წალენჯიხა ასოცირდება კორუფციასთან, კრიმინალთან და კონტრაბანდასთან. ამ ყველაფრისგან თავის დაღწევა კი, მისი შესაფესებით, 31 ოქტომბერს არის შესაძლებელი. პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, სწორედ “ევროპული საქართველო” იქნება კომპასი, რომელიც მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს და საქართველოს სწორ გზაზე დააყენებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები