მოძალადე პირებზე, შემაკავებელ ორდერთან ერთად ელექტრონული ზედამხედველობა წესდება (01.09.2020)

დღეიდან მოძალადე პირებზე, შემაკავებელ ორდერთან ერთად ელექტრონული ზედამხედველობა წესდება.  ელექტრონული სამაჯური – მოძალადეს იმ შემთხვევაში გაუკეთდება თუ არსებობს ძალადობის განმეორების რისკის მაღალი დონე, მოძალადის მიერ წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტი. ელექტრონული ზედამხედველობისათვის თავის არიდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას იწვევს.