უცხოელი შემოდის თავისუფლად, ჩვენ მოქალაქეს სჭირდება 2 კვირიანი პატიმრობა – ნათელაშვილი (01.09.2020)

ოპოზიცია უცხოეთიდან ჩამოსული  საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტის გაუქმებას ითხოვს. შესაბამისი სარჩელი დღეს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა საქალაქო სასამართლოში შეიტანა. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების მიდგომა დისკრიმინაციულია, რადგან ის ორკვირიანი კარანტინის გავლას მხოლოდ უცხოეთიდან ჩამოსულ საქართველოს  მოქალაქეებს ავალდებულებს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალქეეებს მისი თქმით,  ყოველგვარი იზოლაციის გარეშე აძლევს გადაადგილების საშუალებას.

საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინის გავლის პროცედურებზე საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა “ევროპული საქართველოს” წევრმა გიროგი კანდელაკმაც. ამბობს, რომ მთავრობასთან დაახლოებული პირები ქვეყანაში  კარანტინის გვერდის ავლით შემოდიან. გიორგი კანდელაკმა ისაუბრა საქართველოს მიმართულებით ფრენების შეფერხებაზეც და თქვა, რომ “დრაკონული აკრძალვების” ერთ-ერთი მოტივი ევროპიდან რამდენიმე ათეული ათასი ემიგრანტის საარჩევნოდ სამშობლოში დაბრუნების არდაშვებაა.  ხელისუფლების გავლენებით, გარკვეული პირების მხრიდან კარანტინის გვერდის ავლაზე საუბრობენ “ნაციონალურ მოძრაობაშიც”.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები