“მაუწყებლებისთვის ამოქმედებული საკანონმდებლო ნორმები ცენზურაა და არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს” (01.09.2020)

მაუწყებლებისთვის დღეს ამოქმედებული საკანონმდებლო ნორმები ცენზურაა და არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს – ასე არასამთავრობო სექტორი იმ ახალ კანონის ეხმიანება, რომელიც დღეს ძალაში შევიდა და რომლითაც მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის მასალების გავრცელება იზღუდება. მაკონტროლებელი ორგანო მარეგულირებელი კომისია იქნება. მარეგულირებელს ენიჭება განუსაზღვრელი უფლება ჩაერიოს მაუწყებლის შინაარსში, დააწესოს შეზღუდვები, დააკისროს მას სანქციები ან შეუჩეროს ლიცენზია. არასამთავრობო სექტორი და მედია ორგანიზაციები ცენზურის საფრთხეებზე საუბრობენ და ვარაუდობენ რომ შეზღუდვებს კონკრეტული მაუწყებლების წინააღმდეგ გამოიყენებენ.  მედიასაშუალებებმა კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ოთხი ტელევიზია მარეგულირებლის დაწესებული შეზღუდვების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

 

 

 

 

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები