შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატები ციხეში სათვალთვალო კამერების ამოღებას ითხოვენ (31.08.2020)

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე  ბრალდებული  არჩილ გაგნიძის ადვოკატები  გლდანის ციხეში სათვალთვალო კამერების ამოღებას ითხოვენ. უფლებადამცველთა ინფორმაციით, დასვენების დღეს, შაბათს, სასჯელაღსრულების  მერვე დაწესებულებაში შესული იყო საქმის ერთ-ერთი პროკურორი.

გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატებს განცხადებით უპასუხა გენერალურმა პროკურატურამ. უწყების ცნობით, გაგნიძემ მისი საქმის პროკურორთან, მოკლე დროში შეხვედრა თავად მოითხოვა და შესაბამისი განცხადებით პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას წერილობით მიმართა.