არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება – პრეზიდენტის მიმართვა და ოპოზიციის პროგნოზი (31.08.2020)

2020 წლის საპარლამენტო არჩვენები 31 ოქტომბერს ჩატარდება. პრეზიდენტმა არჩვენების თარიღად  სწორედ  31 ოქტომბერი გამოაცხადა.  სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ვიდეომიმართვაში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს და  აღნიშნავს, რომ ოქტომბრის არჩევნებით ქვეყანა მის დემოკრატიულ კურსს კიდევ უფრო განამტკიცებს და მსოფლიოს საკუთარ ძალას კიდევ ერთხელ დაანახებს.

“ქართული ოცნების” მმართველობის ბოლო ორი თვე – ასეთია ოპოზიციის პროგნოზები.  ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ მმართველ პარტიას საზოგადოებამ განაჩენი უკვე გამოუტანა, რომელიც 31 ოქტომბერს საარჩევნო ყუთებთან გაფორმდება. ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ რთული იქნება, რადგან ხელისუფლება მათ წინააღმდეგ შავ ფულსა და მძლავრ ადმინისტერაციულ რესურს გამოიყენებს. ოპოზიციისგან ამ შეფასებების ფონზე თავად “ქართული ოცნება”, გამარჯვებაში დარწმუნებულია. პარტიის ლიდერების თქმით,  ოპოზიცია დამარცხდება,  “ნაციონალური მოძრაობა” კი კამპანიას ერთნიშნა შედეგით დაასრულებს.

არჩევნების თარიღის გამოცხადებასთან ერთად საარჩევნო კამპანიაც ოფიციალურად დაიწყო. არჩევნებამდე 2 თვით ადრე კვლავაც არ არის დამტკიცებული საარჩევნო კოდექსის საბოლოო ვარიანტი, რომელმაც ხელისუფლების ოპონენტებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები