შატილში მომხდარი ავარიისას დაშავებული 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დადებითი დინამიკით (28.08.2020)

შატილში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანის მდგომარეობა ამ ეტაპზე კვლავ მძიმე რჩება, თუმცა დადებითი დინამიკით. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, უარყოფითი გამოვლინება არც ერთ პაციენტთან არ ვლინდება. ლევან რატიანის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში,  ორ მათგანს  სახის ძვლების რეკონსტრუქციული ოპერაცია  ჩაუტარდება.

ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, 23 აგვისტოს მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავარიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრაგედიიდან უკვე რამდენიმე დღეა გასული, კვლავ უცნობი რჩება რა გახდა ავტოკატასტროფის მიზეზი გზის იმ მონაკვეთზე, რომელიც რთული რელიეფით არ გამოირჩევა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები