რატომ აღმოჩნდა სუს-ის 3 ავტომობილი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის უკან (27.08.2020)

რატომ აღმოჩნდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  3 ავტომობილი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის უკან – ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე პროკურატურა განცხადებას  და ვიდეოკადრებს ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან და აღნიშნული ავტომანქანები თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან,  რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და  შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე შევიდნენ.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან,  16 წლის მწყემსმა  მისსავე კუთვნილ ავტომობილში მწოლიარე მდგომარეობაში, მანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი  იპოვა.  საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები