40 დღე თამარ ბაჩალიაშვილის ბუნდოვანი გარდაცვალებიდან და კვლავ პასუხგაუცემელი კითხვები (26.08.2020)

40 დღე თამარ ბაჩალიაშვილის ბუნდოვანი გარდაცვალებიდან და კვლავ პასუხგაუცემელი კითხვები. ახალგზრდა პროგრამისტის ოჯახის წევრები  დღეს ბაჩალიაშვილის საფლავზე შეიკრიბნენ, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვეს გახმაურებულ საქმეზე  სიმართლის გარკვევა. ფიქრობენ, რომ დასადგენია, რატომ მისდევდა ახალგაზრდა გოგონას მანქანას ამოუცნობი 3 ავტომობილი, სად გაქრა ბაჩალიაშვილის კუთვნილი მეხსიერების ბარათები და რატომ ჭიანურდება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა. ბაჩალიაშვილების ოჯახის ინტერესების დამცველი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და გამოძიებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან,  16 წლის მწყემსმა  მისსავე კუთვნილ ავტომობილში მწოლიარე მდგომარეობაში, მანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი  იპოვა.  საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები