სარჩელი გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმის წინააღმდეგ – ადვოკატების მოთხოვნა (26.08.2020)

სარჩელი ოქროს მოწმის წინააღმდეგ. გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება შეიტანეს. ადვოკატების განმარტებით, გახმაურებული საქმის ერთ-ერთმა მოწმემ მართლმსაჯულების აღსრულებაში ხელის შეშლის მიზნით, გამოძიებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. იურისტების ინფორმაციით,  ბრეგვაძე უკვე თვეებია გამოძიებას ცრუ ჩვენებებს აძლევს, რაც, კანონის გათვალისწინებით, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით უნდა დაისაჯოს.