„ქართული ოცნება“ სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის ახალი ინიციატივით გამოდის (26.08.2020)

“ქართული ოცნება” სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის ახალი ინიციატივით გამოდის. მმართველ პარტიას საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანა სურს, რომლითაც ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებში, პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება. საკანონმდებლო ინიციატივაზე  პარლამენტის თავჯდომარემ ისაუბრა და განმარტა, რომ  ამ ცვლილებებით მკაცრდება პასუხისმგებლობა საარჩევნო პროცესში შესაძლო სამართალდამრღვევთა მიმართ და იზრდება ამომრჩევლის, მისი თავისუფალი არჩევანის და არჩევანის ფარულობის დაცვის ხარისხი.

რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოყვანის თემას. “ქართულ ოცნებაში” დღეს განმარტეს, რომ  ხელისუფლება მზად არის  დამკვირვებლებისთვის სპეციალური რეისები დანიშნოს და ისინი ქვეყანაში დროულად ჩამოიყვანოს.

“ქართული ოცნების” ლიდერებს დღეს ჟურნალისტებმა კითხვა, “პატრიოტთა ალიანისი” ლიდერების, ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტზეც დაუსვეს. მმართველ პარტიაში ამბობენ რომ კითხვის ადრესატები ისინი არ უნდა იყვნენ. უმრავლესობის წევრებმა დღეს რუსეთისთვის სასარგებლო ქმედებებში  არა მხოლოდ “პატრიოტთა ალიანსი”, არამედ სხვა ოპონენტებიც დაადანაშაულეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები