კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი და ეპიდსიტუაცია საქართველოში (25.08.2020)

საქართველოში კორონავირუსით, მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. დაღუპული  65 წლის ქალბატონი რუსუდან ტომარაძეა, რომელიც ცნობილი ქართველი კალათბურთელის, ვიქტორ სანიკიძის დედაა. გარდაცვლილს ინფექცია 19 აგვისტოს დაუდასტურდა და ის მკურნალობას სახლში გადიოდა. კორონავირუსით ინფიცირებულია  გარდაცვლილის ოჯახის 3 წვერი, ხოლო თავად ვიქტორ სანიკიძე კარანტინში იმყოფება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცრებულთა რაოდენობა 1429-მდე გაიზარდა.  13-ით მოიმატა გამოჯანმრთელებულთა რიცხვმაც და საბოლოო ჯამში 1150-მა პაციენტმა შეძლო ვირუსის დამარცხება. ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 1 ლენჯერის კლასტერს უკავშირდება, 2 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 4 იმპორტირებულია, ხოლო 1 სამედიცინო პერსონალია. რაც შეეხება ზუგდიდში არსებულ მდგომარეობას, გამოკვლეული 352 პირიდან, კორონავირუსი მხოლოდ 1 ადამიანს დაუდასტურდა.

იზრდება ე.წ აჭარის კლასტერიც. გასული 24 საათის განმავლობაში  კოვიდინფექცია ოთხს დაუდასტურდა, აქედან 2  ქობულეთის სასტუმროს მეპატრონესტან კონტაქტში მყოფი პირია, 2 კი იმპორტირებული შემთხვევაა.

დადეგაბა თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეორე ტალღის საშიშროება  – დღეს COVID-19-ით ხელმეორედ ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. მეცნიერების ცნობით, ვირუსი განმეორებით,  33 წლის მამაკაცს გამოუვლინდა, რომელიც პირველად 4 თვენახევრის წინ იყო ინფიცირებული.

ინფიცირების შემთხვევები მატულობს ოკუპირებულ აფხაზეთშიც,  სადაც ბოლო დროს  ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით  მწვავე მდგომარეობაა და სიტუაცია უმართავი გახდა. გასული დღე-ღამის გამავლობაში აფხაზეთში 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით კი სულ 247 შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 101 ადამიანი გამოჯნმრთელდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები