გლოვის დღე – მთელი ქვეყანა შატილის გზაზე დაღუპულ 17 ადამიანს გლოვობს (25.08.2020)

25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა – მთელი ქვეყანა 23 აგვისტოს ხევსურეთში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულ 17 ადამიანს გლოვობს. სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურის შენობის თავზე, გაუქმებულია გასართობი ღონისძიებები.

ავტოკატასტროფა, რომელიც ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე კვირას მოხდა, 17 ადამიანის სიცოხლე ემსხვერპლა, 3 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი კვლავ კრიტიკული რჩება. ექიმები უკვე მესამე დღეა 3 ახალგაზრდა ქალბატონის გადარჩენას ცდილობენ, თუმცა მიყენებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელია. პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, ბოლო საათებში პაციენტების მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა მდგომარეობა კვლავ მძიმედ რჩება.

ტრაგედიის ადგილიდან გუშინ ღამით ამოიყვანეს ის მიკროავტობუსი, რომელსაც ტურისტული მარშრუტით 20 ადამიანი, მათ შორის ერთი კანადის მოქალაქე გადაჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრაგედიიდან უკვე რამდენიმე დღეა გასული, კვლავ უცნობი რჩება რა გახდა ავტოკატასტროფის მიზეზი გზის იმ მონაკვეთზე, რომელიც რთული რელიეფით არ გამოირჩევა. თავდაპირველი ვერსიით კი, დიდი სიჩქარით მოძრავ მიკროავტობუსს სამუხრუჭე ხუნდებმა უმტყუნა, რის შემდეგაც გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა და მასთან ერთად 80 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. პოლიციას მომხდარის გამო გამოძიება ოფიციალურად ჯერ არ დაუწყია.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები