“პატრიოტთა ალიანსის” გასაიდუმლოებული ვიზიტი აფხაზეთში (21.08.2020)

რა მიზნით ჩავიდნენ აფხაზეთში “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები და ვისთან გამართეს შეხვედრები – აფხაზეთის ომის ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია “არუაა”, რომელიც ქართულ მხარესთან ნებისმიერი სახის ურთიერთობის წინააღმდეგია, მოითხოვს დაუყოვნებლივ გაირკვეს, შეხვდა თუ არა ქართველ პოლიტიკოსებს დეფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას წარმომადგენელი. სპეციალურ განცხადებაში ორგანიზაცია წერს, რომ თუ ხელისუფლებისგან მათ ამ კითხვაზე პასუხი არ ექნებათ, მაშინ ისინი შესაბამის უწყებას მიმართავენ და გამოძიების დაწყებასაც მოითხოვენ.

“პატრიოტთა ალიანსის” გასაიდუმლოებული ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მედიაში გუშინ გავრცელდა. ირკვევა, რომ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა აფხაზეთის ე.წ  საზღვარი უპრობლემოდ  გადაკვეთეს  და იქ კონკრეტული შეხვედრებიც გამართეს. ამბის გახმაურებიდან 24 საათზე მეტი გავიდა, თუმცა  თავად პარტიას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. პარტიის ლიდერები არც სატელეფონო ზარებს პასუხობენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები