კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა, რომელაგან 2-ის ინფიცირების წყარო უცნობია (21.08.2020)

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა, რომელაგან ორის ინფიცირების  წყარო უცნობია – ასეთია ბოლო 24 საათის სტატისტიკა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ახალი შემთხვეხებიდან 4-ის ინფიცირება სოფელ ლენჯერს უკავშირდება, 6 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 3 შემთხვევა კი იპორტირებულია. კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. COVID-19 ქობულეთში საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს დაუდასტურდა. საოჯახო სასტუმროში მყოფი დამსვენებლები და ინფიცირებულის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ასეთი სულ 18 პირია, მათგან 15 საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი ოცით გაიზარდა და საერთო ჯამში 1128 ადამიანმა დაამარცხა კოვიდ ინფექცია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები