.კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში (20.08.2020)

კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში – საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1370-მდე გაიზარდა.  ათით მოიმატა გამოჯანმრთელებულთა რიცხვმაც და საბოლოო ჯამში 1108 პაციენტმა შეძლო ვირუსის დამარცხება. ახალი შემთხვევებიდან 4 პაცინეტის ინფიცირების  წყარო სოფელი ლენჯერია, 3 იმპორტირებულია, 1  სამდიცინო პერსონალია, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდანაა, ხოლო 1 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია. 24 საათის მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა აჭარაში. ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავამდყოფოში  სულ 25 ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკრუნალობას.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდნეობა იზრდება ოკუპირებულ აფხაზეთში. საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში გამოკვლეული 162 პირიდან, კორონა ვირუსი 19 ადამიანს დაუდასტურდა. აფხაზეთში სულ 221 შემთხვევა დაფიქსირდა , 80 ადამიანი განიკურნა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები