საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ხუთით გაიზარდა და 1341 გახდა (17.08.2020)

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და ამ დროისთვის დადასტურებული შემთხვევბის რაოდენობა 1341-ია. ინფიცირების ახალი შემთხვევბიდან  2 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 1 იმპორტირებული, ხოლო 2 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია. გასული დღე-ღამის განმავლობაში 4-ით გაიზარდა გამოჯამრთელებულთა რიცხვიც და  ის საბოლოო ჯამში 1092-ს შეადგენს.

იზრდება ე.წ ქობულეთის კლასტერიც. კორონავირუსი აჭარაში კიდევ 3 პირს დაუდასტურდა. ვირუსი აღმოაჩნდა კაფე “ჰავანში” გამოვლენილ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ 2 პირს. აჭარაში კარანტინში გადაყვანილია 60 პირი, ხოლო თვითიზოლაციაში 12.

რაც შეეხება მესტიას, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვებია დაწესებული – კორონავირუსზე ახალი ნიმუშების აღება ამ დრომდე გრძელდება. ზუგდიდის ინფექციური საავამდყოფოს ლაბორატორიაში გაგზავნილი 311 ადამიანის ბიოლოგიური მასალის პასუხიდან – ყველა უარყოფითი აღმოჩნდა. მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაკეტვიდან – დღემდე სულ 4000 ადამიანი იქნა გამოკვლეული, აქედან კორონავირუსი  47 პირს დაუდასტურდა.