ბარ “ბაუჰაუსის” დაკარგული თანამშრომლების ცხედრები მაშველებმა მდინარე მტკვარში იპოვეს (17.08.2020)

ბარ “ბაუჰაუსის” დაკარგული თანამშრომლების ცხედრები მაშველებმა მდინარე მტკვარში იპოვეს. თავდაპირველად მდინარიდან ბაია ბერუაშვილის ცხედარი ამოიყვანეს, მოგვიანებით კი მაშველებმა გიორგი შალამბერიძის ცხედარსაც მიაკვლიეს.  სამართალდამცავები გარდაცვლილებს  2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. მყვინთავებმა ცხედარებს მტკვარში იმ ტერიტორიაზე მიაკვლიეს – სადაც ბარი მდებარეობს.  როგორც ცნობილია, გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი  ბარიდან 15 აგვისტოს ღამის 5 საათზე ერთად გავიდნენ, რის შემდეგაც მათი კვალი გაქრა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აწარმოებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები