COVID-19-ის 23 ახალი შემთხვევა – საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულა რაიცხვმა 1306 მიაღწია (14.08.2020)

COVID-19-ის 23 ახალი შემთხვევა – საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულა რაიცხვმა 1306 მიაღწია.  გასული 24 საათის განმავლობაში 17-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულებულთა რაოდენობაც და ვირუსი საერთო ჯამში 1085-მა პაციენტმა დაამარცხა. ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 6 მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდანაა , 11 პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 2 შემთხვევა იმპორტირებულია, 1 სამედიცინო პერსონალია, ხოლო სამის წყაროსა და კონტატების მოძიება ამ დრომდე გრძელდება.

რაც შეეხება ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას, დაავადებათა კონტროლის ეროვნილი ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ  კორონავირუსის გავრცელების კუთხით ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.  ამირან გამყრელიძემ ხაზი გაუსვა, ქალაქების ჩაკეტვის საკითხსაც და განმარტა, რომ არანაირი ჩაკეტვა არ იგეგმება.