1მეტრიანი დისტანცია და სხვა ჰიგიენური ნორმების დაცვა – რეკომენდაციები სკოლებისთვის (14.08.2020)

საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს სპეციალური რეკომენდაციების დაცვით განახლდება. საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, სკოლებს განათლებისა და ჯანდავის სამინისტროების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით მოუწევთ სასწავლო პროცესის განახლება.  ეკატერინე დგებუაძის თქმით, მათ შორისაა 1 მეტრიანი დისტანციისა და სხვადასხვა ჰიგიენური ნორმების დაცვის აუცილებლობა, ხოლო რაც შეეხება პირბადეს, მისი ტარება მოსწავლეების გარდა ყველასთვის სავალდებულო იქნება. სკოლები გაკვეთილის ხანგრძილივობასა და შესვენების დროს თავად განსაზღვრავენ, ასევე მოსალოდნელია შაბათი დღის სასწავლო დღედ გამოყენება, რათა კიდევ უფრო განიტვირთოს შენობები და ინფექციის გავრცელების რისკი შემცირდეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები