ომბუდსმენი პროკურატურას მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვისკენ მოუწოდებს – შაქარაშვილის საქმე (14.08.2020)

სახალხო დამცველი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ადვოკატებისთვის მსგავსი ვალდებულების დაკისრება  სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ნინო ლომჯარიას განცხადებით, შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაუსაბუთებელი დაკისრებით, შესაძლოა, მხარეთა თანასწორობის უფლება დაირღვეს. ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს, საქმის მასალების გასაჯაროების საკითხთან მიმართებით, სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვა უზრუნველყოს.