აქცია თბილისის ზღვაზე (14.08.2020)

თბილისის ზღვასთან მდებარე მიწის ნაკვეთების მფლობელებმა აქცია გამართეს. ისინი ითხოვენ, რომ მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსი მოეხსნას, რათა მშენებლობის უფლება მიეცეთ. ადგილზე დღეს თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი მივიდა. მან მიწის ნაკვეთის მფლობელებს ახლად შემუშავებული სანიტარული დაცვის წესები გააცნო, რაც ტერიტორიების მფლობელებს მშენებლობის წარმოების საშუალებას მისცემს.