მესტიაში კორონავიურსზე ჩატარებული 700 ტესტის პასუხს ელოდებიან – ტესტირებები დასრულებულია უშგულში (14.08.2020)

კორონავიურსზე ჩატარებული 700 ტესტის პასუხს მესტიაში  დღეს ელოდებიან. მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით,  არ დარჩება არც ერთი ადამიანი, განსაკუთრებით კი სოფელ ლენჯერში, რომელსაც კორონავირუსზე ტესტი არ ჩაუტარდება. კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა  ლენჯერიდან წამოსულ კონტაქტებს უკავშირდება. მისივე ინფორმაციით, ტესტირების პროცესი უკვე დასრულებულია უშგულში. რაც შეეხება ზომების გამკაცრებას მისი თქმით, ეს ეპიდემიოლოგების მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე იქნება დამოკიდებული. სვანეთში გრძელდება მოსახლეობის მედიკამენტებით მომარაგებაც.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები