„დამსხვრეული ოცნებების“ მთავრობა კვლავ ნახევარი ნაბიჯებით და ცრუ საქმით არის დაკავებული – გიორგი ვაშაძე (14.08.2020)

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მოუწოდებს, გაითვალისწინოს მისი გუნდის მიერ შემუშავებული სამი რეკომენდაცია, რომელიც სესხებზე პროცენტის ჩამოწერას, მანქანების რეექსპორტთან დაკავშირებით სპეცპროექტის გაკეთებას და ტურისტული სექტორის საბანკო პროცენტების სრულ სუბსიდირებას ითვალისწინებს.

ვაშაძის თქმით, „დამსხვრეული ოცნებების“ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა კვლავ ნახევარი ნაბიჯებით და ცრუ საქმით არის დაკავებული, ქართული ბიზნესის დასახმარებლად კი არაფერს აკეთებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები