გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით მთავრობა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 45 მილიონამდე ლარს გამოყოფს (13.08.2020)

რაჭაში მომხდარი სტიქიის შედეგზებზე საუბრით დაიწყო მთავრობის დღევანდელი სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით მთავრობა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 45 მილიონამდე ლარს გამოყოფს. პრემიერის ინფრომაციით, სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე,  ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მთავრობა წელს ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას განახორციელებს. პრმიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა ის კომპანია, რომელიც პროგრამაში ჩაერთვება, დამატებით 10 თეთრის ოდენობით სუბსიდირებას მიიღებს. ფერმერებისთვის კი ვაშლის საბოლოო ფასი დაახლოებით 22 თეთრი იქნება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტომობილების განბაჟების ვადა  2021 წლის მარტამდე გახანგრძლივდება.  პრემიერის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, გადავადებასთან ერთად არც საურავების დარიცხვა მოხდება. საუბარია დაახლოებით 24 ათას ავტომფლობელზე.