ახალი ფაქტები და ახალი ფიგურანტი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში – ელისო კილაძე შსს-ში გამოკითხეს (12.08.2020)

ვინ დაურეკა ელისო კილაძეს თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნის დღეს. 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმეში ახალი ფიგურანტი ჩნდება. სწორედ სატელეფონო ზართან დაკავშირებით ჟურნალისტი ელისო კილაძე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოიკითხა. კილაძის განმარტებით, თამარ ბაჩალიაშვის ცხედრის პოვნის დღეს მას სოფიო ბოკუჩავამ დაურეკა, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ კომპანია ZAG-ი სადაც ბაჩალიაშვილი მუშაობდა პორნოსაიტებს ემსახურებოდა. კილაძის განცხადებით ბოკუჩავამ მას განუცხადა, რომ ინფორმაცია სხვა წყაროსგან მიიღო.

გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის წევრები და ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ ღამითაც იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით,  გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის Gmail-ი გახსნეს, სადაც 13-დან 18 ივლისის პერიოდში არანაირი შეტყობინება და მიწერ-მოწერა არ დახვდათ. მათი თქმით, მოითხოვეს, დადგინდეს, თუ ვის მიერ, რა მისამართით მოხდა შეღწევა და მეილების წაშლა. მათივე თქმით, დაახლოებით ორ დღეში მოხდება ტელეფონის გახსნაც, რის შემდეგაც უფრო მეტი დეტალი ეცოდინებათ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები