მოკვლით მემუქრებოდნენ – ენზელ მკოიანი საქმის გამოძიებას მოითხოვს (10.08.2020)

საქართველოს პარლამენტის წევრის, ენზელ მკოიანის მტკიცებით, მას მოკვლით ემუქრებიან. დეპუტატის უფლებადამცველმა მის მიერ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ 20 ივლისს მკოიანს მობილურ ტელეფონზე დაურეკეს და პოლიტიკიდან ჩამოშორება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ახლობელი ადამიანის მოკვლით დაემუქრნენ. მისივე თქმით, მკოიანს უცხო ნომრიდან ხელმეორედ 4 დღის შემდეგ კვლავ დაუკავშირდნენ და კონკრეტულ ანგარიშზე 5 მილიონი ლარის ჩარიცხვა მოსთხოვეს. ადვოკატი საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მიმართავს და უწყებას საქმის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას სთხოვს. საქმის გამოძიება გამოძალვის მუხლითა დაწყებული.

ენზელ მკოიანი საქართველოს პარლამენტში “ქართული ოცნების” სიითაა შესული, თუმცა ახალქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატი ის 2020 წლის არჩევნებზე აღარ იქნება. მკოიანის სახელს ახალქალაქში რამდენიმე ხამურიანი ინციდენტი უკავშირდება, მათ შორის დაპირისპირება პოლიტიკურ ოპონენტ, სამველ პეტროსიანთან. მიუხედავად მედიაში გავრცელებული კადრებისა, სადაც მის მიერ იარაღის გამოყენების ფაქტი ჩანს, პოლიციას ამ დრომდე ამაზე რეაგირება არ ჰქონია.