მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები (07.08.2020)

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები. მათ დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ოპოზიციის წევრების განცხადებით,  2008 წლის ომი არა 7 აგვისტოს არამედ გაცილებით ადრე დაიწყო და ის ჯერაც არ დასრულებულა. მათი თქმით ომი მაშინ დასრულდება, როცა საქართველოს სრული დეოკუპაცია მოხდება.