დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ “ევროპული საქართველოს” ლიდერები. (07.08.2020)

დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ “ევროპული საქართველოს” ლიდერები. მათ დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. “ევროპული საქართველოს” ლიდერებმა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებზე ისაუბრეს და საქართევლოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმეს. მათი თქმით მნიშვნელოვანია, რომ საერთო გამოწვევის წინააღმდეგ ქართველი ხალხი ერთად დადგეს.

დღესვე “ევროპული საქართველოს” წევრები ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში  ჩავიდნენ და სიმბოლური აქციით რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე დარწმუნებულია რომ ერთიანობით და მშვიდოებიანი ბრძოლით უკანონო ოკუპაცია დასრულდება.