სტიქიის შედეგად მოწყვეტილ სოფელბთან მიმოსვლა აღდგენილია – პრემიერ-მინისტრი რაჭაში (07.08.2020)

სტიქიის შედეგად მოწყვეტილ სოფელბთან მიმოსვლა აღდგენილია. პრემიერ-მინისტრი რაჭაში ინფრასტუქტურის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. სტიქიის ზონაში, სულ 48 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, რომელთაგანაც 40 უკვე გაწმენდილია. გარესამყაროს მოწყვეტილ 8 სოფელში 770 სასურსათო კალათა და მედიკამენტებიც დარიგდა. მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისა და მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, გიორგი გახარია რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის წევრებსაც შეხვდა, რომლებსაც  მიღებული ზარალის აღმოფხვრის მიმართულებით კონკრეტული დავალებები მისცა და გაწეული ოპერატიული სამუშაოსთვის  მადლობა გადაუხადა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები