მდგომარეობა საყურადღებოა, მაგრამ სტაბილური (06.08.2020)

საქართველოში კორონავირუსზე მასშტაბური კვლევა იწყება – ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, კვლევის მიზანი ყველა იმ შესაძლო პაციენტის გამოვლენაა, ვისაც ვირუსი უსიმპტომო ფორმით აქვს გადატანილი. მან საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ, მდგომარეობა საყურადღებოა, მაგრამ სტაბილური.  ამასთან, მინისტრმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა დაიცვან  ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრამა, ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის მოხსნასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კარანტინის ორკვირიანი ღონისძიების მოხსნა ეპიდემიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.